—

ილია დარჩიაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე ისაუბრეს იმ არაჩვეულებრივ ორმხრივ ურთიერთობებზე, რომლებიც ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებობს

38
ილია დარჩიაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე ისაუბრეს იმ არაჩვეულებრივ ორმხრივ ურთიერთობებზე, რომლებიც ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებობს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული და აზერბაიჯანული მხარეები დაინტერესებული არიან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებითა და გაძლიერებით.

დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ბაქოში გაიმართა პირველი შეხვედრა ორ პრემიერ-მინისტრს შორის. ალი ასადოვთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ არაჩვეულებრივ ორმხრივ ურთიერთობებს, რომლებიც ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის არსებობს. შეხვედრაზე იყო მთავარი აქცენტები, რომ როგორც ქართული მხარე, ისე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულია, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს. მთავარი აქცენტები, რა თქმა უნდა, მომავალზე გაკეთდება, რომ ჩვენ ერთობლივად ძალიან ბევრი რეგიონული პროექტები განვახორციელოთ, რათა ჩვენი რეგიონი, რომელმაც ახალი, უმნიშვნელოვანესი როლი შეიძინა დღევანდელ მსოფლიოში, არსებულ გარემოში კიდევ უფრო ეფექტური იყოს, რომ ბუნებრივად და შედეგიანად დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →