—

ლევან დავითაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობები არის ძალიან მჭიდრო

43
ლევან დავითაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობები არის ძალიან მჭიდრო
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობები არის ძალიან მჭიდრო, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობები არის ძალიან მჭიდრო, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აზერბაიჯანი საქართველოს ხუთეულშია სავაჭრო პარტნიორობის კუთხით.

„ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები, რომლებიც საქართველოში შემოდის აზერბაიჯანიდან და პირიქით. ასევე, გვაქვს საერთაშორისო პროექტები, რომლებშიც საქართველო და აზერბაიჯანი წამყვან როლს თამაშობენ და ამაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რომ ეს არის მეგაპროექტები აზერბაიჯანისთვის, სადაც საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს არის, ძირითადად, ენერგოუსაფრთხოებაზე მიმართული პროექტები, რომლებიც, მათ შორის, ევროპულ ენერგოუსაფრთხოებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ეს არის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მჭიდრო კავშირები, რომლებიც კიდევ უფრო აქტუალური ხდება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შუა დერეფნის განვითარება. დეტალურად მიმოვიხილეთ ის პერსპექტივები, რომლებიც ახალი პროექტების კუთხით ჩნდება. ეს არის დამატებით ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა დავითაშვილმა.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →