—

ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა

51
ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა
მოსასმენად დააჭირეთ

ხონში, დევნილთა დასახლებაში, ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა. "მთავარის" ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. დაჭრილი ქალი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქალს დაზიანებები ზურგის…

ხონში, დევნილთა დასახლებაში, ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა. "მთავარის" ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. დაჭრილი ქალი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქალს დაზიანებები ზურგის არეში აქვს მიყენებული. 

არსებული ინფორმაციით, სანადირო თოფით შეიარაღებული კაცი დევნილთა დასახლებაში გვიან ღამით მივიდა და ყოფილ მეუღლესთან საუბარი სურდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ყოფილმა სიდედრმა უარი განუცხადა, მან თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა. როგორც მეზობლები "მთავართან" ამბობენ, კაცმა მათი კარის მიმართულებითაც ისროლა. 

ადგილობრივების თქმით, ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტი წარსულშიც იყო და ცოლის ცემის გამო, კაცი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სამართალდამცავები სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →