—

კახა კალაძე - არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინა დამნაშავეებს საქართველოს გადმოსცემს

20
კახა კალაძე - არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინა დამნაშავეებს საქართველოს გადმოსცემს
მოსასმენად დააჭირეთ

არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინის მხარე საქართველოს მხარეს დამნაშავეებს გადმოსცემს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხომ არ გეგმავს…

არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინის მხარე საქართველოს მხარეს დამნაშავეებს გადმოსცემს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ხომ არ გეგმავს საქართველოს ხელისუფლება უკრაინას მიმართოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების თაობაზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, უკრაინა კრიმინალების თავშესაფრად იქცა.

„არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინის მხარე საქართველოს მხარეს გადმოსცემს იმ დამნაშავეებს, რომლებზეც საუბრობდით იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, უკრაინა კრიმინალების თავშესაფრად იქცა, ეს ძალიან ცუდია და რბილად რომ ვთქვათ, აზიანებს ურთიერთობებს. არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება. ასევე ძალიან ცუდი იყო ევროპულ ქვეყნებში იმ კრიმინალების ვიზიტები, რომლებსაც კონკრეტული მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. შესაბამისად, ესეც, რა თქმა უნდა, აზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გვაქვს“, - აცხადებს კალაძე.

İpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →