—

2025 წელს აშშ საქართველოსთვის საგარეო დახმარებას 8 მილიონი დოლარით ამცირებს

33
2025 წელს აშშ საქართველოსთვის საგარეო დახმარებას 8 მილიონი დოლარით ამცირებს
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს საგარეო დახმარება 80 მილიონი დოლარით არის გათვალისწინებული, რაც 8 მილიონით ნაკლებია 2024 წლის მოცულობასთან შედარებით. ბიუჯეტის პროექტი…

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს საგარეო დახმარება 80 მილიონი დოლარით არის გათვალისწინებული, რაც 8 მილიონით ნაკლებია 2024 წლის მოცულობასთან შედარებით. ბიუჯეტის პროექტი კონგრესს განსახილველად გუშინ გაეგზავნა.

"საქართველო (80.0 მილიონი აშშ დოლარი): მოთხოვნა საქართველოსთვის ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ხელს შეუწყობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გაზრდის მდგრადობას მავნე გავლენის წინააღმდეგ. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის გაძლიერებასა და კანონის უზენაესობას; საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების წინსვლის მცდელობების მხარდაჭერას; გააუმჯობესებს ხელმისაწვდომობას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და გამოიწვევს სუფთა ენერგიის წინსვლას; ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარებისა და დივერსიფიკაციისთვის აუცილებელი რეფორმებს; გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებას; გააფართოებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას; დაეხმარება საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში; გააძლიერებს საზღვრების უსაფრთხოებასა და ანტიკორუფციული ინიციატივების ინსტიტუციურ შესაძლებლობებს, საჯარო ანგარიშვალდებულებას, შიდა კონტროლა და ზედამხედველობას მთავრობაში," - წერია დოკუმენტში.

ცნობისთვის, 2022, 2023 და 2024 წლების საბიუჯეტო მოთხოვნებში, სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართავდა. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →