—

ირაკლი ღარიბაშვილი - ფასებს და ინფლაციის საკითხებს რაც შეეხება, მაშინ, როცა მთელ ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაცია იყო, ჩვენ შარშან მოვახერხეთ და დავწიეთ ფასები

46
ირაკლი ღარიბაშვილი - ფასებს და ინფლაციის საკითხებს რაც შეეხება, მაშინ, როცა მთელ ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაცია იყო, ჩვენ შარშან მოვახერხეთ და დავწიეთ ფასები
მოსასმენად დააჭირეთ

ფასებს და ინფლაციის საკითხებს რაც შეეხება, მაშინ, როცა მთელ ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაცია იყო, ჩვენ შარშან მოვახერხეთ და დავწიეთ ფასები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა…

ფასებს და ინფლაციის საკითხებს რაც შეეხება, მაშინ, როცა მთელ ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნა ინფლაცია იყო, ჩვენ შარშან მოვახერხეთ და დავწიეთ ფასები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივთან შეხვედრა გამართა.

ღარიბაშვილის თქმით, პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით შარშან იყო მთელი კამპანია და შედეგად, წლის ბოლოს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ჩამოვიდა.

„რაც შეეხება ფასებს და ინფლაციის საკითხებს, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ჩემი და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ძალისხმევით, შარშან შევძელით ინფლაციის მკვეთრი კლება. მაშინ, როცა ინფლაცია ევროპაში ჯერ კიდევ ორნიშნა იყო, მთელ ევროპაში და დიდი გამოწვევა იყო ფასები, ინფლაციური საკითხები, ტენდენციები, ჩვენ მოვახერხეთ ფასების დაწევა. გახსოვთ მთელი კამპანია. ჯერ მარტო მედიკამენტებზე დაიწია ფასებმა 40-60 პროცენტით. შედეგად, 400 მლნ ლარის ეკონომია ნახა ხალხმა. ფასები ჩვენ დავწიეთ სურსათზე, პროდუქტებზე. შარშან გვქონდა მთელი კამპანია ამასთან დაკავშირებით და შედეგად მივიღეთ, რომ წლის ბოლოს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ჩამოვიდა. გავიგე, სადღაც შეიძლება, უფრო იაფია, მაგრამ დარმწუნებული ვარ, ამაზე მთავრობა გააგრძელებს მუშაობას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →