—

აშშ-მა რუსეთისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კომპანიებს სანქციები დაუწესა

48
აშშ-მა რუსეთისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კომპანიებს სანქციები დაუწესა
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუსეთისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის (CAR) კომპანიებს, რომლებიც "ვაგნერის" და სხვა ბოევიკების საქმიანობას უზრუნველყოფდნენ აფრიკაში, სანქციები…

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) რუსეთისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის (CAR) კომპანიებს, რომლებიც "ვაგნერის" და სხვა ბოევიკების საქმიანობას უზრუნველყოფდნენ აფრიკაში, სანქციები დაუწესა. 

"დღეს დასანქცირებულმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ვაგნერის PMC-ის საქმიანობის ხელშეწყობაში და, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქმედებებში. აღნიშნული პირები ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვებით შემოსავლის მიღებას ცდილობდნენ და ვაგნერის ჯგუფს და 2023 წლის აგვისტოში გარდაცვლილ ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციებს მატერიალური და ფინანსური დახმარება გაუწიეს", - წერია განცხადებაში.

კერძოდ, აშშ-ის ხაზინამ სანქციები დააწესა ცენტრალური აფრიკული კომპანიის Bois Rouge SARLU-ს წინააღმდეგ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Wood International Group SARLU. აღნიშნული კომპანია "ვაგნერს" ტროპიკული ტყეების ხე-ტყის სამრეწველო გაყიდვით მიღებულ თანხებს, ამბოხებულებისგან ჩამორთმეული ტერიტორიების სამხედრო დაცვის სანაცვლოდ უხდის.

ასევე, სანქციები დაწესდა სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული რუსული კომპანია "ბროკერ-ექსპერტის" მიმართ, რომელიც დიდი ხანია შემოსავალს იღებს პრიგოჟინის მიერ დაარსებული კომპანიების საქმიანობიდან მთელს აფრიკის კონტინენტზე.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →