—

ლევან ხაბეიშვილი - თურქეთში ვიყიდეთ კარაქი, ბრინჯი, შაქარი, პამიდორი, ხახვი, კარტოფილი და ეს პროდუქტები ბევრად უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში

45
ლევან ხაბეიშვილი - თურქეთში ვიყიდეთ კარაქი, ბრინჯი, შაქარი, პამიდორი, ხახვი, კარტოფილი და ეს პროდუქტები ბევრად უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ ფაქტებით ვნახეთ, რომ თურქეთში ორჯერ უფრო იაფია პროდუქცია, ვიდრე საქართველოში და საქართველოს მოქალაქე ორჯერ უფრო ღარიბია, ვიდრე თურქეთის მოქალაქე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან…

ჩვენ ფაქტებით ვნახეთ, რომ თურქეთში ორჯერ უფრო იაფია პროდუქცია, ვიდრე საქართველოში და საქართველოს მოქალაქე ორჯერ უფრო ღარიბია, ვიდრე თურქეთის მოქალაქე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თურქეთში ფასების შედარების შემდეგ განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა პროდუქტებზე გაზრდილი ფასებია.

„თურქეთის მოქალაქეს მინიმუმ ორჯერ მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს. პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელიც ახლა ჩვენ ვიყიდეთ – კარაქი, ბრინჯი, შაქარი, პამიდორი, ხახვი, კარტოფილი და სხვადასხვა პროდუქტები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში. ამიტომ ივანიშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს უნდა ესმოდეთ, რომ ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა არის გაზრდილი ფასი პროდუქტებზე, რადგან ყოველდღიურად უწევთ ამასთან შეხება. 2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა შევცვალოთ ივანიშვილი, ივანიშვილის ხელისუფლება და შესაბამისად, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი დღეს თურქეთში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შესადარებლად იმყოფებოდა.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →