—

ლევან ხაბეიშვილი - 2024 წელი არის ცვლილებების წელი

50
ლევან ხაბეიშვილი - 2024 წელი არის ცვლილებების წელი
მოსასმენად დააჭირეთ

2024 წელი არის ცვლილებების წელი - მიუხედავად „ქართული ოცნების“ მანიპულაციებისა, ქართველი ხალხი გამოწვევას გაუმკლავდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა…

2024 წელი არის ცვლილებების წელი - მიუხედავად „ქართული ოცნების“ მანიპულაციებისა, ქართველი ხალხი გამოწვევას გაუმკლავდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს.

„ივანიშვილის პარტია ცდილობს, როგორმე მოახერხოს და თავშივე არ ჩაატაროს არჩევნები, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ 2024 წელი არის ცვლილებების წელი. მიუხედავად მათი მანიპულაციებისა, ამ გამოწვევას ქართველი ხალხი გაუმკლავდება და ივანიშვილის პარტიას დაამარცხებს,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან, ასევე, ისაუბრა რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზეც.

„ეს რეკომენდაციები რომ შესრულდეს, სადაც საუბარია სასამართლო სისტემის გაკეთილშობილებაზე, რომ სანქცირებული მოსამართლეები არ იყვნენ, სადაც სიტყვის თავისუფლებაზეა ლაპარაკი, დემოკრატიაზე, ჩვენს მოქალაქეს სჭირდება არათუ სტატუსი, არამედ ევროკავშირის წევრობა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდება მდიდარი, მთავარი გამოწვევა დღეს ქვეყანაში არის უმუშევრობა, მიგრაცია, პროდუქტებზე მაღალი ფასები და როცა რეკომენდაციების შესრულებაზე ვსაუბრობთ, ევროკავშირი ყველას გვინდა იმიტომ, რომ კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

İpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →