—

ევროპის საბჭომ 2024 წლის პრესის თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოცაა ნახსენები

44
ევროპის საბჭომ 2024 წლის პრესის თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოცაა ნახსენები
მოსასმენად დააჭირეთ

ევროპის საბჭომ 2024 წელს პრესის თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ევროპის ქვეყნებში ჟურნალისტების პრობლემებზე, დაშინებასა და მედიის წარმომადგენლების დაკავებაზეა საუბარი. დოკუმენტში საქართველოც…

ევროპის საბჭომ 2024 წელს პრესის თავისუფლების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ევროპის ქვეყნებში ჟურნალისტების პრობლემებზე, დაშინებასა და მედიის წარმომადგენლების დაკავებაზეა საუბარი. დოკუმენტში საქართველოც არაერთხელაა მოხსენიებული.

ევროპის საბჭოს ანგარიშში საუბარი შეეხება 2023 წლის 22 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას. 

"საქართველოში სასიხარულო ამბავია, რომ 22 ივნისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" დირექტორი და ქვეყანაში ერთადერთი პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, ნიკა გვარამია შეიწყალა", - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარი შეეხება კანონპროექტსაც, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ნორმა უქმდება და რომელსაც პარლამენტმა მხარი გასული წლის 15 ნოემბერს დაუჭირა. ევროპული საბჭო ამ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს და წერს, რომ პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება კონსულტაციების გარეშე მიიღო.

"ცვლილებები მიიღეს წინასწარი შეფასების, "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" კონსულტაციებისა და დაინტერესებულ მხარეებთან ღია საჯარო დებატების გარეშე. მედიის თავისუფლების რამდენიმე ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ცვლილებამ შესაძლოა შეარყიოს ევროპის საბჭოს სტანდარტები დამოუკიდებელი და ადეკვატური დაფინანსებისთვის." - წერია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭოსთვის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში, აზერბაიჯანსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში პრიორიტეტული საკითხია.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →