—

ისლანდიის პრეზიდენტი: ისლანდია მიესალმება საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში

50
ისლანდიის პრეზიდენტი: ისლანდია მიესალმება საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში
მოსასმენად დააჭირეთ

მივესალმებით საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში, ამ მიმართულებითაც მზად ვართ, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ, - ამის შესახებ ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა საქართველოს პრეზიდენტ…

მივესალმებით საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში, ამ მიმართულებითაც მზად ვართ, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ, - ამის შესახებ ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემი ოცნება იყო, საქართველოს ვსტუმრებოდი. პირველად, ქართველ ხალხს 1990 წელს შევხვდი, საბჭოთა კავშირის დანგრევამდე. მე უნივერსიტეტში ვასწავლიდი ინგლისში და ქართველ სტუდენტებს შევხვდი ადგილზე. ამ დღის შემდეგ ჩემი ოცნება იყო საქართველოში სტუმრობა. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს და ჩვენ, ისლანდიაში მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, ქართველ ხალხთან სხვადასხვა სფეროში. ყველა ასპექტი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, რეალურად იქნა ჩვენ მიერ განხილული. როდესაც ორმხრივ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ამ კუთხით, საქართველოს სრულიად მხარს ვუჭერთ. აგრეთვე, მივესალმებით საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. ამ მიმართულებითაც მზად ვართ, მხარდაჭერა გამოგიცხადოთ“, – განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა.

İmedi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →