—

საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა

41
საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა
მოსასმენად დააჭირეთ

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყნის თავისუფლების ინდექსი 100-დან 58 ქულით არის შეფასებული. პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველოს 40-დან 22 ქულა…

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყნის თავისუფლების ინდექსი 100-დან 58 ქულით არის შეფასებული. პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველოს 40-დან 22 ქულა მიენიჭა, სამოქალაქო უფლებების კუთხით კი 60-დან 36.

ანგარიში, რომელიც 2023 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხება, სრულად ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

"რეგიონის მასშტაბით რეპრესიული მთავრობები მიჰყვნენ მოსკოვის მაგალითს ისეთი კანონების ინიციირებით ან ამოქმედებით, რომლებიც უცხოური აგენტის იარლიყებს აკერებს დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. 2023 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ სცადა, მიეღო უცხოური აგენტების კანონის თავისი ვერსია, რაც მნიშვნელოვნად გამოუთხრიდა ძირს გამოხატვის თავისუფლებას. კანონპროექტი გაუქმდა მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ. თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიუთითეს, რომ ის საჯარო კონსულტაციის შემდეგ შეიძლება ხელახლა იყოს წარმოდგენილი," - წერს Freedom House.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →