—

2024 წლის იანვარში სისხლის სამართლებრივი დევნა 1 537 პირის მიმართ დაიწყო

34
2024 წლის იანვარში სისხლის სამართლებრივი დევნა 1 537 პირის მიმართ დაიწყო
მოსასმენად დააჭირეთ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 537 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 117 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 7,6…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 537 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 117 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 7,6 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 535 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 231, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში – შვიდი შემთხვევა.

2024 წლის იანვრის თვეში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 294 შემთხვევა; მუქარა – 208 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 187 შემთხვევა; ძალადობა – 125 შემთხვევა; გაუპატიურება – ხუთი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – რვა შემთხვევა; თაღლითობა – 34 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 209 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – ექვსი შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 94 შემთხვევა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – ექვსი შემთხვევა, ხოლო მკვლელობის მცდელობის მუხლით ოთხი შემთხვევა გამოვლინდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →