—

დიდებული აია- სოფია სტამბოლში

645
დიდებული აია- სოფია სტამბოლში
მოსასმენად დააჭირეთ

სტამბოლი არის ქალაი, რომელიც გამოირჩევა მრვალი კულტურული ღირსშესანიშნაობებით. იგი ერთდროულად ორ კონტინენტზე, აზიასა და ევროპაში მდებარეობს, სწორედ ამიტომ ქალაქი შედგება აზიური და ევროპული ნაწილისგან. პირველი რაც…

სტამბოლი არის ქალაი, რომელიც გამოირჩევა მრვალი კულტურული ღირსშესანიშნაობებით. იგი ერთდროულად ორ კონტინენტზე, აზიასა და ევროპაში მდებარეობს, სწორედ ამიტომ ქალაქი შედგება აზიური და ევროპული ნაწილისგან. პირველი რაც სტამბოლის ევროპულ ნაწილში უნდა ნახოთ, რა თქმა უნდა, არის აია სოფია, რომლის უნიკალურობაც უბრალოდ აღგაფრთოვანებთ.

აია-სოფია არის ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მე-15 საუკუნეში ოსმანთა მიერ მეჩეთად გადაკეთდა, მოგვიანებით მუზეუმად, 2020 წლიდან კი იგი მეჩეთია სტამბოლში. მას მსოფლიოს ერთ-ერთ უნივერსალურ და დიდებულ შენობად მიიჩნევენ. ასევე ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. განსაკუთრებით შთამბეჭდავია აია სოფიას მოოქროვილი მოზაიკა, რომლის ნახვასაც მეჩეთში შესვლისთანავე შეძლებთ. შიგნით ბიზანტიური მოზაიკა და ისლამური კალიგრაფია თანაარსებობს, რაც მის უნიკალურ ისტორიას განაპირობებს. იგი არის ერთიანობისა და მჭიდრო კავშირის არსებობის სიმბოლო ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის.

აია სოფია სავსეა მომხიბვლავი ისტორიებითა და მახასიათებლებით, რადგან იგი 1500 წელზე მეტი ხანია, რაც არსებობს. ეს კი, მას მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ შენობად აქცევს. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველი ნაგებობა დაზიანდა რამდენიმე მიწისძვრის შემთხვევით, შემდგომ კი იგი იმპერიებმა აღადგინეს და დღეს ამ სახით არსებობს ქალაქში. აღსანიშნავია, რომ შენობა შეიცავს ბევრ ფარულ კუთხეს, მათ შორის სამარხებსა და მიწისქვეშა პატარა ოთახებს.  

აია სოფია სტამბოლის სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ის არამხოლოდ არქიტექტურული საოცრებაა, არამედ არის სტამბოლის დიდი ისტორიისა და კულტურული მრავალფეროვნების მატარებელი ღირსშესანიშნაობა. 

რაშან ზიადალიევი

(Rashan Ziyadaliev)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →