—

იმპორტირებულ ფქვილზე 250-ლარიანი გადასახადი 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა

104
იმპორტირებულ ფქვილზე 250-ლარიანი გადასახადი 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა
მოსასმენად დააჭირეთ

მთავრობის დადგენილებით, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე 250-ლარიანი გადასახადი 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

როგორ დოკუმენტშია აღნიშნული, დადგენილება 2023 წლის 12 ივნისიდან ამოქმედდა და „ძალაშია 2024 წლის 1 სექტემბრამდე“. დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

შეგახსენებთ, საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებას გასულ წელს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია და ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები ითხოვდნენ. ისინი მიზეზად რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული საბაჟო გადასახადს ასახელებდნენ, რაც მათივე თქმით, კონკურენციის არათანაბარ პირობებს ქმნიდა.

მათი მოთხოვნის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით საიმპორტო გადასახადი ფქვილზე 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდა და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქმობრიდან ეს გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. გადასახადი 2024 წლის 1-ელ მარტამდე უნდა ყოფილიყო ძალაში.

ცნობისთვის, გარდა ამისა, ფქვილთან ერთად საიმპორტო გადასახადი მოქმედებს ქერსა და ქატოზეც, ფასი ერთ ტონაზე კი 100 ლარს შეადგენს.

Bpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →