—

თბილისში, 14 წლის მოზარდი \"გათხოვდა\"

55
თბილისში, 14 წლის მოზარდი \"გათხოვდა\"
მოსასმენად დააჭირეთ

მე- 9 კლასელი გოგო ოჯახის შექმნის მიზნით 21 წლის ბიჭს გაჰყვა. სკოლაში კი მამა გამოცხადდა და ადმინისტრაციას ინფორმაცია მიაწოდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი სწავლას ვეღარ გააგრძელებდა. ეს ყველაფერი თბილისის ერთ-ერთ…

მე- 9 კლასელი გოგო ოჯახის შექმნის მიზნით 21 წლის ბიჭს გაჰყვა. სკოლაში კი მამა გამოცხადდა და ადმინისტრაციას ინფორმაცია მიაწოდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი სწავლას ვეღარ გააგრძელებდა. ეს ყველაფერი თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ხდება. სასწავლო დაწესებულებამ საქმეში პოლიცია ჩართო. მოზარდი სკოლაში 27 იანვრის შემდეგ აღარ დადის:  

"რომ არ დადიოდა დავურეკეთ მამას, მოვიკითხეთ. პირველ ჯერზე არ გვითხრა სიმართლე, მერე კიდევ მოვიკითხეთ, მოვიდა სკოლაში და დაწერა განცხადება, რომ ჩემი შვილი გათხოვდა. დავრეკეთ 112-ში. 14 წლის არის ბავშვი." ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

21 წლის ახალგაზრდას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ხოლო სად არის ამჟამად მე-9 კლასის მოსწავლე გოგო, უცნობია.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სქესობრივი კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს 16 წლის ასაკს მიუღწევლთან. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Mtavari 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →