—

სოფო ჯაფარიძე - ახლა უკვე ევროკავშირში იწყება ხელმოწერების კამპანია, მთელი მსოფლიო ჩართულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი

92
სოფო ჯაფარიძე - ახლა უკვე ევროკავშირში იწყება ხელმოწერების კამპანია, მთელი მსოფლიო ჩართულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

გრძელდება ხელმოწერების შეგროვების კამპანია. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავალთ. ახლა უკვე ევროკავშირში იწყება ხელმოწერების კამპანია, მთელი მსოფლიო ჩართულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი…

გრძელდება ხელმოწერების შეგროვების კამპანია. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავალთ. ახლა უკვე ევროკავშირში იწყება ხელმოწერების კამპანია, მთელი მსოფლიო ჩართულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ გორში განაცხადა, სადაც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საფრთხის ქვეშ არის. ჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, სააკაშვილი გაათავისუფლოს.

„გრძელდება ხელმოწერების შეგროვების კამპანია. ხედავთ რამხელა რიგებია ყველგან, სადაც ჩავდივართ. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავალთ და ახალ უკვე ევროკავშირში იწყება ხელმოწერების კამპანია და მთელი მსოფლიო ჩართულია, რომ გათავისუფლდეს რაც შეიძლება სწრაფად მიხეილ სააკაშვილი. ის იმყოფება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ და უნდა იქნას გათავისუფლებული. კიდევ ერთხელ მივმართავ და კიდევ ბევრჯერ მივმართავ მას (ზურაბიშვილს) - შეხედეთ რა ხდება მთელ საქართველოში, რამდენი ათასი ადამიანი დგას რიგში, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნას გათავისუფლებული. ქალბატონო სალომე, ხედავთ რომ ევროპარლამენტშიც კი იწყება ხელმოწერების კამპანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი. ნუ დაგვიმახინჯებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ხედავთ, რომ მართლაც მთელი საქართველოს მასშტაბით ათასობით ადამიანი რიგებში დგას, რათა ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნას.

მე მჯერა, რომ ბრძოლას აქვს აზრი და სადაც იბრძვის მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო, აუცილებლად გამოიღებს შედეგს,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →