—

ჯოზეფ ბორელი - იმედია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს 24 თებერვლამდე დავამტკიცებთ

25
ჯოზეფ ბორელი - იმედია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს 24 თებერვლამდე დავამტკიცებთ
მოსასმენად დააჭირეთ

გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვისაუბრეთ ორმხრივი და ევროპული ჩარჩოებით საბრძოლო მასალის გაზრდის გზებზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ…

გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვისაუბრეთ ორმხრივი და ევროპული ჩარჩოებით საბრძოლო მასალის გაზრდის გზებზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ განაცხადა.

„ვუახლოვდებით ვლადიმერ პუტინის ომის დაწყებიდან ორი წლის სამწუხარო ნიშნულს. დარწმუნებული ვარ, პუტინი საერთოდ არ ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ ორი წლის შემდეგ მისი არმია კვლავ იბრძოლებდა. მაგრამ პუტინი აგრძელებს სამოქალაქო ობიექტებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, რათა შექმნას ადამიანური ტანჯვა მოსახლეობაში და გამოცადოს მათი გამძლეობა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი და ევროპული ჩარჩოებით საბრძოლო მასალის გაზრდის გზებზე“, - აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს 24 თებერვლამდე დაამტკიცებენ.

„ვისაუბრეთ სანქციების მე-13 პაკეტზე. იმედია, 24 თებერვლამდე დამტკიცდება. გავაგრძელეთ მსჯელობა ევროკავშირში იმობილიზებული რუსული აქტივების ინვესტიციით მიღებული არაჩვეულებრივი შემოსავლების გამოყენების შესახებ. მიზანი მათი უკრაინის რეკონსტრუქციაში გამოყენებაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის სრული შეთანხმება ამ გადაწყვეტილების სრულად განსახორციელებლად. ჩვენ უკვე ვიცით სად არის ეს აქტივები და ვახორციელებთ მათ იდენტიფიცირებას და ბლოკირებას. მაგრამ ერთია იდენტიფიცირება და დაბლოკვა, მეორეა მისი კონფისკაცია და ევროკავშირის ბიუჯეტში გადარიცხვა“, - აღნიშნა ბორელმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →