—

ირაკლი ღარიბაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი

49
ირაკლი ღარიბაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი
მოსასმენად დააჭირეთ

ვინაიდან აღარ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი და ვარ პარტიის ხელმძღვანელი, ჩემს თავს მივცემ უფლებას და პირდაპირ ვიტყვი, - სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა…

ვინაიდან აღარ ვარ მთავრობის ხელმძღვანელი და ვარ პარტიის ხელმძღვანელი, ჩემს თავს მივცემ უფლებას და პირდაპირ ვიტყვი, - სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს.

„მან უხეშად დაარღვია არაერთგზის კონსტიტუცია და ამას აგრძელებს. სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი გუნდის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან. უნდა შევახსენო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ მისი რეიტინგი იყო 1% და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ის პრეზიდენტად. ამ ადამიანმა უღალატა როგორც გუნდს, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს. მისი ვიზიტიც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. მას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო სტატუსი, მისი მიზანი იყო, რომ რამენაირად წაეღო ეს დიდი მონაპოვარი, რომელიც ხალხთან ერთად ხელისუფლებამ მოიტანა. აქაც განიცადა ფიასკო, თავად აირჩია მან, რომ დამდგარიყო რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის გვერდით და მისი ხვედრიც იქნება შესაბამისი, ისიც იზეიმებს დიდ წაგებას ოპოზიციასთან ერთად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

İmedi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →