—

სარჯველაძე: სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დასახელება შეუძლებელია

48
სარჯველაძე: სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დასახელება შეუძლებელია
მოსასმენად დააჭირეთ

სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება შესაძლებელი არ არის. ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადების…

სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელება შესაძლებელი არ არის. ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც „ბუნებრივი იქნებოდა, პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილი დასახელდეს“. 

უმრავლესობის დეპუტატი Newshub.ge-თან ამბობს, რომ სააკაშვილის პრემიერად დასახელებაზე გაკეთებული განცხადება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება და ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ამომრჩევლების გადაბირებაზეა გათვლილი. 

„მიხეილ სააკაშვილის პრემიერად დასახელება შესაძლებელი არ არის. ასეთი ტიპის განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს. ახლა ოპოზიციაში გააფთრებული მუშაობა მიდის, ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ამომრჩევლების გადაბირებაზე. 

ამიტომ, საზოგადოებაში თუ ვინმე დარჩა, ვისაც სააკაშვილთან მიმართებით პოზიტიური განწყობა აქვთ, სწორედ ამ ხალხის გულების კეთილგანწყობას ცდილობენ. ამ განცხადების ფუნქცია მხოლოდ ეს არის, თორემ თავადაც იციან, რომ სააკაშვილი ფორმალურ მიზეზთა გამო ვერ იქნება წარდგენილი. ამას რომ თავი დავანებოთ, საზოგადოების მხრიდან საკმარისი მხარდაჭერაც არ აქვთ“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ბუნებრივი იქნება, თუ პარტიიდან პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დასახელდ

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →