—

ილია დარჩიაშვილი - გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ოდირის დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დააკვირდნენ საქართველოს არჩევნებს

43
ილია დარჩიაშვილი - გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ოდირის დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დააკვირდნენ საქართველოს არჩევნებს
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამორჩეული. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტებით…

ჩვენი მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამორჩეული. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტებით, მაქსიმალურად გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ, 9 პუნქტის შესაბამისად აღებული ვალდებულების მიხედვით, უკვე გააგზავნა ოფიციალური წერილი ეუთოში, კერძოდ ოდირში და მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.

„საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზაობა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დამკვირვებლებს, იმისათვის, რომ საქართველოში მათ განახორციელონ თავისი უფლება-მოვალეობები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის, რომ ოდირის დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ საქართველოს არჩევნებს, ჩვენი მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამორჩეული“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

İpn 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →