—

რუსთავისა და თბილისი-წითელი ხიდის ცალკეულ უბნებზე მეწყრულ/ღვარცოფული პროცესებია მოსალოდნელი

71
რუსთავისა და თბილისი-წითელი ხიდის ცალკეულ უბნებზე მეწყრულ/ღვარცოფული პროცესებია მოსალოდნელი
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავისა და თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის ცალკეულ უბნებზე მეწყრული, ღვარცოფული და დახრამვითი პროცესებია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენშია საუბარი, რომელიც…

რუსთავისა და თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის ცალკეულ უბნებზე მეწყრული, ღვარცოფული და დახრამვითი პროცესებია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენშია საუბარი, რომელიც 2023 წელს მომზადდა და 2022 წლის პერიოდს აღწერს.

კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, საუბარია, რუსთავის ჩრდ. დასავლეთ პერიფერიაზე, ახალი დასახლების უბანზე, თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის ცალკეულ უბნებზე, იაღლუჯის ნაგავსაყრელი პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის ხეობის მარჯვენა ფერდის არეალში.

გარდა ამისა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ: მდ. მტკვრის, ალგეთის, ხრამის და დებედას მაღალი ტერასების კიდისპირა ზოლში მდებარე ს.ს-ში: ქესალოს, პირველ და მეორე ქესალოს, აზიზქენდის და ალგეთის ტერიტორიებზე;

ბიულეტენის მიხედვით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყრული, ღვარცოფული და დახრამვითი პროცესების გააქტიურება ნავარაუდევია: ნორიოში, მარტყოფში, თელეთში კუმისში, თბილისი-კოდას საავტომობილო გზის ჩრდილოეთ მდინარე შინატეხის ხეობაში (სოფლელ კუმისთან), მდინარე არხაშენის ხევის სათავეებში და ახალსამგორში (ღვარცოფი).

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →