—

ფაიგ გულიევმა საელჩოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განაცხადი გააკეთა

107
ფაიგ გულიევმა საელჩოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განაცხადი გააკეთა
მოსასმენად დააჭირეთ

7 თებერვალს დაგეგმილ აზერბაიჯანის რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოში და ბათუმში აზერბაიჯანის საელჩოსთან საარჩევნო უბნები მოეწყო.

InterPress.ge-ს ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი თბილისის დროით 08:00 საათზე დაიწყო.

ელჩის ფაიგ გულიევის განცხადებით, საელჩოში საარჩევნო უბანი აღჭურვილია ამომრჩეველთა თავისუფალი და მიუკერძოებელი ხმის მიცემისათვის საჭირო აღჭურვილობით.

"15:00 საათის მონაცემებით, სიაში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების 54%-მა ისარგებლა ხმის მიცემის უფლებით. ამომრჩეველი დიდ აქტიურობას იჩენს", - განაცხადა ელჩმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ საარჩევნო სიაში 66 ადამიანია, მათ შორის 18 წელს მიღწეული 6 ადამიანია და ხმას პირველად იღებენ. ხმის მიმღებთა შორის არის 1937 წელს დაბადებული პირიც.

მისივე თქმით, საარჩევნო უბანი 19:00 საათამდე იმუშავებს.

ცნობისთვის, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მსოფლიოს 37 ქვეყანაში 49 საარჩევნო უბანი შეიქმნა. ორი მათგანი საქართველოშია.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →