—

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2-ის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2 კი შემოტანილია

18
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2-ის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2 კი შემოტანილია
მოსასმენად დააჭირეთ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო 2 შემთხვევა…

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო 2 შემთხვევა შემოტანილია.

ეზუგბაიას თქმით, დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში 198 პაციენტი მკურნალობს საიდანაც 7 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, 17 პაციენტი კი მძიმეთა კატეგორიაში გადის.

„დღევანდელი მონაცემებით 5 ახალი შემთხვევა დაგვემატა და სულ გვაქვს 1283 დადასტურებული შემთხვევა. ამ 5 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფექციის წყარო გახლავთ ლენჯერი, 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და 2 გახლავთ შემოტანილი, აქედან ერთ-ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 10-ით გაიზარდა და გახდა 1068. ამ მონაცემებით დღეს, კოვიდცენტრებში მკურნალობს 198 პაციენტი. ამ 198 პაციენტიდან 7 კვლავ კრიტიკულია, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკაში გაუარესება არ შეიმჩნევა, 17 პაციენტი არის მძიმეთა კატეგორიაში და მათი მდგომარეობაც სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის. საბოლოოდ, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით 83% გახლავთ, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი 1, 93%-ია.

რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენ გუშინ 32 პაციენტი გვყავდა, არავინ შემოსულა და არც არავინ გაწერილა, ამიტომ კვლავ რჩება 32 პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →