—

ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის წინასწარ პირობებზე შეთანხმდნენ

26
ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის წინასწარ პირობებზე შეთანხმდნენ
მოსასმენად დააჭირეთ

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ახალი, ერთიანი, სპეციალური ინსტრუმენტის შექმნის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის აღდგენას, რეკონსტრუქციას და მოდერნიზაციას და მხარს უჭერს მის…

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ახალი, ერთიანი, სპეციალური ინსტრუმენტის შექმნის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის აღდგენას, რეკონსტრუქციას და მოდერნიზაციას და მხარს უჭერს მის ევროკავშირში გაწევრიანებას. ფონდის ჯამური ბიუჯეტი 50 მილიარდი ევრო იქნება, - ნათქვამია ევროპული საბჭოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინის მექანიზმი გააერთიანებს ქვეყნის მიმართ ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერას ერთ ინსტრუმენტად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის თანმიმდევრულ, პროგნოზირებად და მოქნილ მხარდაჭერას 2024-2027 წლებში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ ევროკავშირი გადახდების მარტში დაწყებას გეგმავს.

„პოლიტიკური შეთანხმება უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ევროპა თავისი სიტყვის ერთგულია. ჩვენ გავაგრძელებთ უაღრესად საჭირო დაფინანსებას ჩვენი მამაცი პარტნიორისა და წევრობის კანდიდატისთვის. ჩვენი მიზანია, გადახდები მარტში დავიწყოთ“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →