—

ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა

44
ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის რეგიონ ბელგოროდში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაპირველად გამოცემა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 63 ადამიანი იმყოფებოდა. 

როგორც Unian სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს, თვითმფრინავი, დიდი ალბათობით, სოფელ კრივის არეალში ჩამოვარდა. ადგილზე რუსეთის სპეციალური სამსახურები არიან მობილიზებულები. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ.

გამოცემა Украинская Правда-ს ინფორმაციით, საპირისპიროს ამბობენ უკრაინის გენერალურ შტაბში. ისინი ადასტურებენ თვითმფრინავის ჩამოვარდნას, თუმცა განმარტავენ, რომ თვითმფრინავი S-300-ის ტიპის რაკეტები გადაჰქონდათ, რომლებიც რუსები ხარკოვის რეგიონის დაბომბვას აპირებდნენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →