—

ეკატერინე ტიკარაძე - პირბადეს თუ არ ვატარებთ, არ დავიცავთ დისტანციას, სექტემბერში სწავლის დაწყებას შეიძლება, რისკი შეექმნას

38
ეკატერინე ტიკარაძე - პირბადეს თუ არ ვატარებთ, არ დავიცავთ დისტანციას, სექტემბერში სწავლის დაწყებას შეიძლება, რისკი შეექმნას
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი ქცევა თუ იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის, შეიძლება, სექტემბერში სწავლის დაწყებას რისკი შეექმნას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის შემდეგ განაცხადა.

ჩვენი ქცევა თუ იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის, შეიძლება, სექტემბერში სწავლის დაწყებას რისკი შეექმნას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მოქალაქეებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან წესები, რომ სწავლის დაწყებას პრობლემა არ შეექმნას.

„ამ ეტაპზე სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ ეს ყოველივე დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. დღეს არ ვატარებთ ნიღბებს, არ არის სოციალური დისტანცირება, ეს, რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებაზე, რომ შეიძლება, სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების სრული მობილიზაციაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხო სკოლებში, „კოვიდისგან“ თავისუფალ გარემოში მიიღონ განათლება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში სასწავლო პროცესის დაწყება 15 სექტემბრისთვის იგეგმება.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →