—

კეკელიძეზე ოჯახს ასახლებენ - აღსრულების ბიუროს თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაა

51
კეკელიძეზე ოჯახს ასახლებენ - აღსრულების ბიუროს თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაა
მოსასმენად დააჭირეთ

ხმაური და დაპირისპირებაა თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო ხატიაშვილების ოჯახს ასახლებს. კორპუსის შესასვლელი რკინის კარი პოლიციამ სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. აღსრულების პოლიციის…

ხმაური და დაპირისპირებაა თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ეროვნული ბიურო ხატიაშვილების ოჯახს ასახლებს. კორპუსის შესასვლელი რკინის კარი პოლიციამ სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. აღსრულების პოლიციის კორდონი კართან დამცავი ფარებით დგას.

დაპირისპირებაა ოჯახის მხარდასაჭერად მისულ მოქალაქეებს, აქტივისტებსა და ბიუროს წარმომადგენლებს შორის.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

ამ ოჯახის გამოსახლება 2019 წლიდან დღემდე, უკვე მეხუთედ ჩაინიშნა. "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ამბობს, რომ ოჯახი მზადაა დაფაროს ძირითადი ფინანსური დავალიანება, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამის საშუალება არ ეძლევათ.

Mtavari 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →