—

დააკავეს ქართველები, რომლებიც მთელი ევროპის მასშტაბით უდიდესი ბიბლიოთეკებიდან უნიკალურ გამოცემებს იპარავდნენ

41
დააკავეს ქართველები, რომლებიც მთელი ევროპის მასშტაბით უდიდესი ბიბლიოთეკებიდან უნიკალურ გამოცემებს იპარავდნენ
მოსასმენად დააჭირეთ

ფრანგული მედიის ცნობით, დააკავეს ქართველები, რომელიც პარიზის, ლიონს, ვილნიუსისა და ვარშავის ბიბლიოთეკებიდან უნიკალურ გამოცემებს იპარავდნენ.

მედიის ცნობით, ძარცვის  ერთ-ერთი ფაქტი რამდენიმე დღის წინ, ჟენევის ბიბლიოთეკაში მოხდა, საიდანაც წაღებულია მე-19 საუკუნეში გამოცემული პუშკინის და ლერმონტოვის 9 უიშვიათესი წიგნი. მათ ნაცვლად, თანამშრომლებს ადგილზე ორიგინალის ასლები დახვდათ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ბიბლიოთეკისთვის მიყენებული ზარალი 650 000 ევროს აჭარბებს.

დაკავებულებს შორის ერთი ქართველი ქალი და კაცია, რომლებიც თანამზრახველთან ერთად ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან 10 000 ევროდ შეფასებული წიგნის მოპარვისთვის დააკავეს. დაკავებულს ჩხრეკისას ევროპის რამდენიმე ქვეყნის ბიბლიოთეკის ბარათი, საქართველოს მწერალთა კავშირის მოწმობა და ქართული პასპორტი აღმოაჩნდა. სავარაუდოდ, იგივე ჯგუფმა მოიპარა პუშკინის და გოგოლის ნამუშევრები ესტონეთშიც, ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან.

როგორც მედია წერს, სხვა მოპარული წიგნები, ახლა, სავარაუდოდ, მდიდარი რუსი კოლექციონერების ხელშია. სამართალდამცავების ინფორმაციით, წიგნები შავ ბაზარზე უპრეცედენტოდ მაღალ ფასად იყიდება და ძარცვის საერთაშორისო ქსელი რუსეთის დაკვეთით მოქმედებს. 

საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →