—

დეკემბერში ფულადი გზავნილები 42%-ით შემცირდა

42
დეკემბერში ფულადი გზავნილები 42%-ით შემცირდა
მოსასმენად დააჭირეთ

2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი (828.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4%-ით (227.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე…

2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი (828.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4%-ით (227.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გზავნილების კლება პირველ რიგში რუსეთის ფედერაციიდან ფულადი შემოდინებების 78%-იან ვარდნას უკავშირდება. თანხობრივად დეკემბერში რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირება 250 მილიონი დოლარია.

სანაცვლოდ, გაზრდილია გზავნილები იტალიიდან, საბერძნეთიდან თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, საიდანაც ფულადი შემოდინებები ძირითადად უცხოეთში დასაქმებული ქართველი მიგრანტების გადმორიცხვებს წარმოადგენს.

20 ქვეყანა, საიდანაც 2023 წლის დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს:

1) რუსეთის ფედერაცია - $71 მილიონი, კლება წინა წელთან -78%;

2) იტალია - $50 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%;

3) აშშ - $46 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35%;

4) საბერძნეთი - $23 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%;

5) გერმანია - $22 მილიონი, ზრდა წინა წელთან 27%;

6) ისრაელი - $21 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%;

7) ყაზახეთი - $15 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%;

8) თურქეთი - $8 მილიონი, კლება წინა წელთან -13%;

9) ესპანეთი - $6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%;

10) საფრანგეთი - $5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 12%;

11) ირლანდია - $5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 63%;

12) აზერბაიჯანი - $4 მილიონი, კლება წინა წელთან -11%;

13) გაერთიანებული სამეფო $3.2 მილიონი, კლება წინა წელთან -19%;

14) პოლონეთი - $2.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%;

15) კანადა - $2.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19%;

16) ყირგიზეთი - $2.4 მილიონი, კლება წინა წელთან -78%;

17) არაბთა გაერთიანებული საამიროები $1.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22%;

18) კვიპროსი - $1.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8%;

19) სომხეთი - $1.6 მილიონი, კლება წინა წელთან -22%;

20) ნიდერლანდები - $1.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%;

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →