—

თბილისში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში რეკორდული თანხაა შესული

75
თბილისში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში რეკორდული თანხაა შესული
მოსასმენად დააჭირეთ

დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა მოქალაქეებს 17,269,766.63 ლარი დაუჯდა. სწორედ აღნიშნული თანხაა შესული ბიუჯეტში 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის…

დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა მოქალაქეებს 17,269,766.63 ლარი დაუჯდა. სწორედ აღნიშნული თანხაა შესული ბიუჯეტში 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებით ბიუჯეტში ჯარიმების სახით 4,039,165.79 ლარი შევიდა. შესაბამისად 2023 წლის 11 თვეში დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 328%-ით მეტი თანხებია შესული.

დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ბოლო წლებში ბიუჯეტში შესული სტატისტიკა ასე გამოიყურება

2022 წელი - 5,020,614.31 ლარი,

2021 წელი - 3,325,661.48 ლარი,

2020 წელი - 2,500,574.17 ლარი.

დედაქალაქში საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების რეგულირების წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას გზაზე.

გზის სავალ ნაწილზე, საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით გამოყოფილია პარკირების ადგილები სადაც განთავსებული შესაბამისი პარკირების ნიშნები.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →