—

2 მლნ ლარი არაეფექტიანად არის დახარჯული

32
2 მლნ ლარი არაეფექტიანად არის დახარჯული
მოსასმენად დააჭირეთ

2 მლნ ლარი არაეფექტიანად არის დახარჯული - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

მათ შორის, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტმა 2021-2022 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი). აღნიშნული კი მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

ასევე აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, გამოვლინდა ხელშეკრულების ადმინისტრირების ხარვეზებიც. კერძოდ:

„ხელშეკრულებების ადმინისტრირების პროცესში მუნიციპალიტეტის კონტროლის მექანიზმები არასათანადოა. ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ მიღებული ზიანის საკომპენსაციოდ, თვითმმართველმა ერთეულმა ვერ მიიღო სულ 57.7 ათასი ლარის საგარანტიო და საჯარიმო თანხები. ამასთანავე, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები დაუსრულებელია. მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 2 004 600 ლარი და დროულად ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დაგეგმილ შედეგს.

ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციების ადმინისტრირებას მუნიციპალიტეტი ახორციელებდა სისტემური ხარვეზებით. პროცესი გაუმართავია როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ჯარიმების ამოღების, ასევე შემსყიდველი სუბიექტის შემდგომი რეაგირების კუთხითაც. აღნიშნული ნაკლოვანების გამო მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ მიიღო 2,325.2 ათასი ლარის საჯარიმო თანხა,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →