—

რუსეთი ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს

53
რუსეთი ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთი ირანისგან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს, რაც გააძლიერებს რუსეთის შესაძლებლობას უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის.

მხარეები უკვე ახლოს არიან შეთანხმების გაფორმებასთან და წარმატების შემთხვევაში, ირანის რაკეტები შესაძლოა რუსეთში ამ გაზაფხულზე ჩავიდეს - ინფორმაციას WSJ ავრცელებს.

"აშშ შეშფოთებულია, რომ რუსული მოლაპარაკებები ირანიდან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შესყიდვის თაობაზე აქტიურად მიიწევს წინ. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რუსეთი აპირებს ირანისგან სარაკეტო კომპლექსების შეძენას." - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბრისას. 

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მოსკოვმა ირანული რაკეტების შეძენის სურვილი დეკემბრის შუა რიცხვებში გამოთქვა, როდესაც რუსეთის დელეგაცია ირანულ საწვრთნელ ბაზას ეწვია. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეიდან ბალისტიკური რაკეტების გამშვები და რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტის მიღება უკვე დაიწყო.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →