—

მანავში, 31 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

63
მანავში, 31 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
მოსასმენად დააჭირეთ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ…

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. 

განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ადვოკატი ბრალდებულის 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაკავებულია  57 წლის ელდარ საბაშვილი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, მასთან სახლში სტუმრად მისულ 31 წლის ვიტალი კოხტაშვილს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. საბაშვილის ოჯახის წევრების თქმით, მოკლულსა და სავარაუდო მკვლელს შორის კონფლიქტი  დიდი ხნის წინ, ფულის გამო დაიწყო. 

ბრალდებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში მოკლული კოხტაშვილი საბაშვილს ხშირად სძალავდა ფულს. მათივე ცნობით, ამ ფაქტის გამო სიღნაღის სასამართლოს კოხტაშვილისთვის შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბრალდებული საბაშვილი წლების წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა. მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ახლაც ჩაუტარდება.
 
მომდევნო სასამართლო პროცესი კი თელავის სასამართლოში 22 თებერვალს გაიმართება. გამოძიება საბაშვილს განზრახ მკვლელობას ედავება, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მკვლელობა მანავში 31 დეკემბერს მოხდა. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →