—

დღეიდან ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა

69
დღეიდან ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა
მოსასმენად დააჭირეთ

1-ლი იანვრიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის როგორც სამომხმარებლო, ასევე კომერციული ტარიფი შემცირდა. შესაბამისად, ტარიფი შეუმცირდათ როგორც თბილისში „თელმიკოს“, ასევე რეგიონებში "ეპ ჯორჯია“ მომხმარებლებს.

1-ლი იანვრიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის როგორც სამომხმარებლო, ასევე კომერციული ტარიფი შემცირდა. შესაბამისად, ტარიფი შეუმცირდათ როგორც თბილისში „თელმიკოს“, ასევე რეგიონებში "ეპ ჯორჯია“ მომხმარებლებს.

უფრო კონკრეტულად, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები ის აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 18,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ლი იანვრიდან ტარიფი 15,041 თეთრამდე შეუმცირდათ. 101-301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის ტარიფმა 22.053 თეთრიდან 19.053 თეთრამდე დაიკლო, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 26.537 თეთრიდან 23.537 თეთრამდე შემცირდა.

რაც შეეხება რეგიონების, ანუ "ეპ ჯორჯია“ მომხმარებლებს, აქაც ტარიფი 3 თეთრით შემცირდა. შესაბამისად, ის აბონენტები, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 17.731 თეთრიდან 14.731 თეთრამდე შეუმცირდათ, 101-301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის ტარიფმა 21.707 თეთრიდან 18.707 თეთრამდე დაიკლო, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 26.227 თეთრიდან 23.227 თეთრამდე შემცირდა.

ამასთან, სემეკის გადაწყვეტილებით 3 თეთრით შემცირდა არასაყოფაცხოვრებო ტარიფიც.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →