—

Reuters: უკრაინაზე, რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად, დაღუპულია 31 და დაშავებულია 120 ადამიანი

59
Reuters:  უკრაინაზე, რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად, დაღუპულია 31 და დაშავებულია 120 ადამიანი
მოსასმენად დააჭირეთ

reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 120 ადამიანი.

ყველაზე მეტი დაღუპული კიევის შევჩენკოს რაიონშია, სადაც ნანგრევებში 9  ცხედარი იპოვეს, რვა ადამიანი კი გადაარჩინეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. 

რვა ადამიანია დაღუპული ზაპოროჟიეში, ხოლო დაშავებულია 13.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ წუხელ და დღეს დილით 158 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენეს - სხვადასხვა ტიპის რაკეტები და ასევე უპილოტო საფრენი აპარატები.

მისივე თქმით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 27 დრონი და 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →