—

\"გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა, შეიძლება, ესეც იკადროს\"

51
\"გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა, შეიძლება, ესეც იკადროს\"
მოსასმენად დააჭირეთ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. "იმედის" ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი, შესაძლოა, აგვისტო-სექტემბერში თანამდებობიდან…

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. "იმედის" ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი, შესაძლოა, აგვისტო-სექტემბერში თანამდებობიდან გადადგეს და მომავალ არჩევნებში ჩაერთოს.

კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტს "ყველაფრის კადრება შეუძლია".

"არ არის გამორიცხული. პირიქით. ერთ-ერთი მთავარი გეგმა, რაც მუშავდება მათი პატრონების მხრიდან, ეს არის სწორედ სალომე ზურაბიშვილის ჩართვა, ამ სუბიექტებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებში. ამისათვის, აგვისტო-სექტემბერში შეიძლება გადადგეს ის თანამდებობიდან...

ვერაფერს ვერ შეიძენენ. სამაგიეროდ, არჩევნების შემდგომ თუ რაიმე აქვთ ჩაფიქრებული, იქაც დაკარგავენ რესურსს, პრეზიდენტის თანამდებობის სახით...

[სააკაშვილის] შეწყალების ბერკეტი არსებობს. ნუ, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იკადრა სალომე ზურაბიშვილმა, შეიძლება ესეც იკადროს. ჩვენ არ გვაქვს აქ არავითარი რესურსი, რომ მოქმედება მოვახდინოთ მის გადაწყვეტილებაზე. კადრებით ყველაფრის კადრება შეუძლია," - თქვა კობახიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →