—

რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკის ნაცვლად გაყინულ მდინარეზე დაეშვა

70
რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკის ნაცვლად გაყინულ მდინარეზე დაეშვა
მოსასმენად დააჭირეთ

თვითმფრინავი Ан-24 რუსეთში, იაკუტიაში ასაფრენი ბილიკის ნაცვლად გაყინულ მდინარე კოლიმაზე დაეშვა. თვითმფრინავი კომპანია "პოლარულ ავიახაზებს" ეკუთვნის. ბორტზე 30 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, იტყობინება…

თვითმფრინავი Ан-24 რუსეთში, იაკუტიაში ასაფრენი ბილიკის ნაცვლად გაყინულ მდინარე კოლიმაზე დაეშვა. თვითმფრინავი კომპანია "პოლარულ ავიახაზებს" ეკუთვნის. ბორტზე 30 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, იტყობინება ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი.

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი იყო "ეკიპაჟის შეცდომა თვითმფრინავის პილოტირებისას". განცხადებაში აღნიშნულია, რომ მგზავრებს შორის ორი ბავშვი იყო. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. თვიმფრინავი ასრულებდა რეისს "იაკუტსკი - ზირიანკა - სრედნეკოლიმსკი - იაკუტსკი" - მან დაშვებისას ასაფრენ ბილიკს გადაუხვია.

მოგვიანებით მგზავრები აეროპორტის შენობაში მიიყვანეს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →