—

საფრანგეთმა აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

64
საფრანგეთმა აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
მოსასმენად დააჭირეთ

საფრანგეთმა აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

InterPress.ge Report -ზე დაყრდმობოთ, წერს რომ, ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „X“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„საფრანგეთი კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანის ბრალდებებს საკუთარი გადაწყვეტილების გასასამართლებლად. საპასუხოდ, საფრანგეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი“, – აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის შესახებ უკვე აცნობეს საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩს, როდესაც ის სამინისტროში დაიბარეს.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გუშინ გამოაცხადეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუთავსებელი მოქმედების გამო გააძევეს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →