—

ტაივანმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

42
ტაივანმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
მოსასმენად დააჭირეთ

ტაივანმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, რათა თავიდან აიცილოს ტაივანის მაღალტექნოლოგიური საქონლის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება.

მიუხედავად იმისა, რომ ტაივანსა და რუსეთს შორის, პირდაპირი ვაჭრობა მინიმალურ დონეზეა, ტაივანი გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და უერთდება დასავლურ შეზღუდვებს.

"სანქცირებული საქონლის სია საერთაშორისო თანამშრომლობის განსახორციელებლად და ჩვენი მაღალტექნოლოგიური საქონლის სამხედრო მიზნებისთვის ექსპორტის თავიდან ასაცილებლად გაფართოვდა", - წერია ტაივანის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ახალი სანქციები შეესაბამება ევროკავშირის, შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების მიერ უკვე გამოცხადებულ სანქციებს.

სასანქციო სიაშია ისეთი მოწყობილობები, რომელთა წარმოებაშიც ტაივანი მსოფლიო ლიდერია, ასევე გარკვეული ქიმიკატები და მედიკამენტები.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →