—

ეროვნულ ბიბლიოთეკაში „აქტუალ სკოლის“ ჟურნალისტიკის კურსის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

72
ეროვნულ ბიბლიოთეკაში „აქტუალ სკოლის“ ჟურნალისტიკის კურსის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „აქტუალ სკოლის“ ჟურნალისტიკის კურსის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ჟურნალისტიკით დაინტერესებულმა 18-მა ახალგაზრდამ სამი თვის განმავლობაში ჟურნალისტიკის საფუძვლებსა და…

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „აქტუალ სკოლის“ ჟურნალისტიკის კურსის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ჟურნალისტიკით დაინტერესებულმა 18-მა ახალგაზრდამ სამი თვის განმავლობაში ჟურნალისტიკის საფუძვლებსა და პრაქტიკულ ნაწილში კურსი გაიარა.

პროექტის მთავარი მიზანი აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ჟურნალისტური კუთხით განვითარება და სამოქალაქო ინტეგრაციაში ხელშეწყობაა.

„მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი კურსი 18-მა ახალგაზრდამ დაამთავრა. ამ კურსების ჩატარების მთავარი მიზანი ახალგაზრდების ჟურნალისტიკის მიმართულებით განვითარებაა. მჯერა, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, რადგან ეს ჩვენი მესამე კურსია, რომელიც განვახორციელეთ. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ეს კურსი ორი ნაწილისგან შედგებოდა. თეორიული ნაწილი მარნეულში „აზერბაიჯანულ სახლში“ ჩატარდა, მეორე, პრაქტიკული ნაწილი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიებში. კურსის დასასრულს ახალგაზრდებისთვის თურქეთის ტექნოლოგიების გუნდმა – T3 ფონდმა „ტექნოფესტის“ ქურთუკები გამოაგზავნა, რომლებიც „აქტუალ სკოლის“ კურსდამთავრებულებს გადაეცა“, – განაცხადა „აქტუალ მედიის“ დამფუძნებელმა, ილქინ ჰუსეინოვმა.

ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველი ელდარ ბაირამოვი, საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენელი, ასევე ოფიციალური პირები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →