—

ირაკლი კობახიძე - როგორც გვითხრეს, მომავალ წელს, დეკემბერში საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იქნება განხილული - ჩვენ მანამდეც და ადრეც, ვიქნებით მზად, რომ საქართველოს გზა გაიხსნას მოლაპარაკებებისთვის

42
ირაკლი კობახიძე - როგორც გვითხრეს, მომავალ წელს, დეკემბერში საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იქნება განხილული - ჩვენ მანამდეც და ადრეც, ვიქნებით მზად, რომ საქართველოს გზა გაიხსნას მოლაპარაკებებისთვის
მოსასმენად დააჭირეთ

როგორც გვითხრეს, მომავალ წელს, დეკემბერში საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იქნება განხილული. ჩვენ მანამდეც და უფრო ადრეც, ვიქნებით მზად იმისთვის, რომ საქართველოს გზა გაიხსნას მოლაპარაკებებისთვის, - ამის…

როგორც გვითხრეს, მომავალ წელს, დეკემბერში საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იქნება განხილული. ჩვენ მანამდეც და უფრო ადრეც, ვიქნებით მზად იმისთვის, რომ საქართველოს გზა გაიხსნას მოლაპარაკებებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, 9 პრიორიტეტის შესრულება უკვე დაწყებულია და ინტენსიურად გაგრძელდება.

„9 პრიორიტეტი შესრულდება, ჩვენ წარვადგენთ დეტალურ გეგმას იმასთან დაკავშირებით, როგორ ვხედავთ კონკრეტულად თითოეული პუნქტის შესრულებას. რაც შეეხება ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას, ეს თავად სამოქმედო გეგმით არის გათვალისწინებული, რაც დამტკიცებულია სამთავრობო კომისიის ფორმატში, შეგვიძლია თითოეული პუნქტი დეტალურად წარვადგინოთ, როგორ არის ეს პუნქტები ასახული და ამის მიხედვით, მყისიერად დაიწყება ცხრავე პრიორიტეტის განხორციელება. ინტენსიურად წარიმართება სამუშაო პროცესი იანვრიდან, პარლამენტი სამუშაო პროცესში აქტიურად იანვარ-თებერვალში ჩაერთვება. შესაბამისად, ცხრავე პრიორიტეტის შესრულება უზრუნველყოფილი იქნება იმისათვის, რომ მომდევნო ეტაპზე გადავიდეთ, გაიხსნას მოლაპარაკებები და ა.შ. ეს შრომატევადი პროცესია, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ევროკავშირში გაწევრიანებას არაერთი და ორი წელი სჭირდება, მაგრამ მთავარია, ჩვენ თანმიმდევრულად ვიაროთ ამისთვის.

ჩვენ როგორც გვითხრეს, მომავალ წელს, დეკემბერში იქნება განხილული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი საქართველოსთვის, ჩვენ მანამდეც და უფრო ადრეც, ვიქნებით მზად იმისთვის, რომ საქართველოს გზა გაიხსნას, ამისთვის დაწყებულია 9 პრიორიტეტის შესრულება და ინტენსიურად გაგრძელდება. ჩვენ უფრო ადრეც ვიქნებით მზად იმისთვის, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები გაიხსნას. ყველამ იცის, რომ რეალურად ყველა თვალსაზრისით, საქართველო წინ უსწრებს, როგორც უკრაინას და მოლდოვას, ისე მთელ რიგ კანდიდატ სხვა ქვეყნებს, რომლებთანაც მოლაპარაკეები უკვე გახსნილია. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დეკემბრისთვის თავიდან ბოლომდე მზად ვიქნებით მოლაპარაკებების გასახსნელად“, - განაცხადა კობახიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →