—

მარნეულში ორი ადამიანის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს

29
მარნეულში ორი ადამიანის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილ ერთ-ერთ ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკაშია მოთავსებული მეორე დაშავებულიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება…

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილ ერთ-ერთ ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკაშია მოთავსებული მეორე დაშავებულიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში წუხელ 2 პირი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 40 წლამდე კაცი. ის ბრალს აღიარებს.

ადგილობრივების თქმით, დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, მანქანის გაფორმებას ეხებოდა. თუმცა, სხვა დეტალები უცნობია.

"ჩვენც ახლა გავიგეთ. რომ მოვედი სამსახურში, აქაურობა სულ სისხლიანი დამხვდა. როცა ვიკითხე რა მოხდა, მითხრეს, რომ ღამე აქ ორი ახალგაზრდა დაჭრეს. რის გამო, ნამდვილად არ ვიცი," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი

Mtavari Arxi 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →