—

ანტიკური ცელსუსის ბიბლიოთეკა თურქეთში

265
ანტიკური ცელსუსის ბიბლიოთეკა თურქეთში
მოსასმენად დააჭირეთ

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში ცნობილ ანტიკურ ქალაქ ეფესოში, ანტიკური პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა მდებარეობს? ყველაზე ცნობილი ნანგრევი, რომელიც გაიგივებულია ისტორიაში ფილოსოფიისა და კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან…

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში ცნობილ ანტიკურ ქალაქ ეფესოში, ანტიკური პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა მდებარეობს?
ყველაზე ცნობილი ნანგრევი, რომელიც გაიგივებულია ისტორიაში ფილოსოფიისა და კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრ ეფესოსთან, არის "ცელსუსის ბიბლიოთეკა", რომელიც აღფრთოვანებას იწვევს თავისი უზარმაზარი სვეტებით. ეს ბიბლიოთეკა, რომელიც ინახავდა დაახლოებით თორმეტ ათას ნაშრომს, იყო მესამე უდიდესი ბიბლიოთეკა რომაულ სამყაროში ალექსანდრიის და პერგამონის შემდეგ და ემსახურებოდა საზოგადოებას ისევე, როგორც დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკები.

რომის იმპერიის ბიბლიოთეკის ერთადერთი შემორჩენილი ნიმუში, ცელსუსის ბიბლიოთეკა ითვლება არქიტექტურულ საოცრებად. შენობა, რომელიც ყურადღებას იქცევს მდიდრულად მორთული ფასადით, არის 21 მეტრის სიგანის და 17 მეტრი სიმაღლის. ბიბლიოთეკა დაარსებიდან 130 წლის შემდეგ მომხდარი მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზიანდა. ამ მიწისძვრის შემდეგ ბიბლიოთეკაში არსებული მნიშვნელოვანი ნამუშევრების უმეტესობა განადგურდა. 

ბიბლიოთეკის ექსტერიერზე ოთხი ქალის ქანდაკებაა განთავსებული, ესენია: სოფია, რომელიც წარმოადგენს სიბრძნესა და გონიერებას. არეტე, რომელიც წარმოადგენს სათნოებასა და გამბედაობას. ეპისტემე, რომელიც წარმოადგენს მეცნიერებასა და ცოდნას და ენნოია, რომელიც წარმოადგენს აზროვნებას. ამ სკულპტურების ორიგინალები კი დღეს ვენის მუზეუმშია გამოფენილი.


 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →