—

შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის აღქმული, როგორც ერთ გუნდად მუშაობა, ეს არის რეალური პრაქტიკა ჩვენს მთავრობებსა და პარლამენტებს შორის

21
შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის აღქმული, როგორც ერთ გუნდად მუშაობა, ეს არის რეალური პრაქტიკა ჩვენს მთავრობებსა და პარლამენტებს შორის
მოსასმენად დააჭირეთ

პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ, გვქონდა მსჯელობა ენერგოპროექტებზე, სადაც აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მეშვეობით…

პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ პროექტებზე, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ, გვქონდა მსჯელობა ენერგოპროექტებზე, სადაც აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მეშვეობით წვდომა ევროპულ ბაზარზე და პირიქით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს დივერსიფიცირებული ენერგომატარებლების მიღება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანში გამართული შეხვედრებისას საუბარი ასევე შეეხო, მათ შორის, იმ ახალ პროექტს, რომელიც ევროკავშირთან ერთად ხორციელდება შავ ზღვაში.

„მთავრობებს შორის არის ძალიან ინტენსიური მუშაობა. პარლამენტის პერსპექტივიდან გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა საკანონმდებლო ჩარჩო უნდა არსებობდეს, რათა წახალისდეს ასეთი პროექტების განხორციელება. ასე რომ, ჩვენ, ორივე ქვეყნის პარლამენტი, ვაპირებთ ამ საკითხებზე თანამშრომლობას, რომ შევქმნათ შესაბამისი სამართლებრივი გარემო ყველა ამ პროექტის განსახორციელებლად. დღეს, ფაქტობრივად, ყველა შტოს ხელმძღვანელს შევხვდით, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს. საუბარი გვქონდა რეგიონულ უსაფრთხოებაზე, იმ მოლოდინზე, რომელიც ჩვენ, ყველას გვაქვს სტაბილური მშვიდობის მიმართულებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ მალე შედგება სამშვიდობო შეთანხმება, რაც გაზრდის ჩვენი რეგიონის პოტენციალს, შესაძლებლობებს ჩვენი ხალხებისთვის, რომ კეთილდღეობა კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენს ქვეყნებში. ის დეტალური განხილვა, რომელიც გვქონდა, აჩვენებს, რამდენად ნდობითი ურთიერთობა არის ჩვენს ქვეყნებს შორის, რამდენად მოწადინებული ვართ ორივე ქვეყანა, რომ გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის აღქმული, როგორც ერთ გუნდად მუშაობა სხვადასხვა საკითხზე და ეს არის რეალური პრაქტიკა ჩვენს მთავრობებსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →