—

შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანს განსაკუთრებული სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ

24
შალვა პაპუაშვილი - საქართველოსა და აზერბაიჯანს განსაკუთრებული სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს და აზერბაიჯანს განსაკუთრებული სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ. ისტორიული მეგობრობა გადაზრდილია გუნდურ მუშაობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ…

საქართველოს და აზერბაიჯანს განსაკუთრებული სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ. ისტორიული მეგობრობა გადაზრდილია გუნდურ მუშაობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრის დროს ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობისთვის.

„პრეზიდენტ ალიევთან ტრადიციულად, თბილი და შინაარსობრივად დატვირთული შეხვედრა გვქონდა. დაგეგმილზე დიდხანს ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობისთვის, რეგიონში მშვიდობისთვის. საქართველოს და აზერბაიჯანს განსაკუთრებული სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ. დღესდღეობით ისტორიული მეგობრობა გადაზრდილია გუნდურ მუშაობაში, მათ შორის ეს ეხება ჩვენი რეგიონის სტრატეგიული მდგომარეობის განსაკუთრებულ აქტუალიზებას. ამის კარგი მაგალითია ჩვენი თანამშრომლობა ევროპისთვის ენერგორესურსების დერეფნის შეთავაზებისა და სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვის კუთხით.

შუა დერეფანი, რომელშიც ჩვენი რეგიონი იმყოფება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ასევე ჩვენს რეგიონს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას სძენს და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა სამაგალითოა. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ჩვენს რეგიონზე, უსაფრთხოებასა და მოლოდინებზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. პოზიტიური განწყობები, ოპტიმისტური მიდგომებია, რომ რაც შეიძლება მალე შედგეს სამშვიდობო შეთანხმება, რაც თავის მხრივ, ახალ შესაძლებლობებს გახსნის რეგიონისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

İpn

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →