—

გარდაბანში, მამის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

48
გარდაბანში, მამის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს
მოსასმენად დააჭირეთ

მამის მკვლელობაში ბრალდებული კახა კობახიძე, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა უდანაშაულოდ ცნო - ინფორმაციას ადვოკატი ავრცელებს.

საუბარია გარდაბანში, მაისში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც 21 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ოჯახის წევრები მაშინ ამბობდნენ, რომ მოკლული სისტემატურად სვამდა და მთვრალ მდგომარეობაში ძალადობდა ცოლზე, ოჯახზე და მათ მოკვლითაც ემუქრებოდა.

ცოლი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ მისი ქმარი მკვლელობის დღესაც ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შვილი იძულებული გახდა თავი დაეცვა:

"მოვიდა ნასვამი, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი, სრულიად უმიზეზოდ, სრულიად უსაბაბოდ. მომსწრენიც არიან მაგისი, დაიწყო ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოსვლა. გამოიწვია ჩემი შვილი, ეძახდა - მოდი აბა დამარტყიო - დანა დაუნახია თვითონ ჩემს მეუღლეს, ეცა ამ დანას, მოდი აბა რას მიზამო. ამის შედეგად წაბორძიკდნენ, დანა წაართვა და ეს დარტყმა როგორ მოხდა რანაირად მოხდა მე უკვე არ ვიცი. " განუცხადა ჟურნალისტებს მოკლულის ცოლმა.

21 წლის ბიჭი პოლიციას თავად ჩაბარდა და ბრალიც აღიარა. მის წინააღმდეგ გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

ნაფიცი მსაჯულების გამამართლებელი ვერდიქტის შემდეგ, 21 წლის ახალგაზრდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

Primetime 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →