—

ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ახალქალაქის საკრებულოში ფრაქცია \"ნაციონალური მოძრაობის\" წევრებიც ითხოვენ

53
ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ახალქალაქის საკრებულოში ფრაქცია \"ნაციონალური მოძრაობის\" წევრებიც ითხოვენ
მოსასმენად დააჭირეთ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრებიც უერთდებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრებიც უერთდებიან.

ისინი აცხადებენ, რომ ახალ მენეჯმენტთან "გადაულახავი პრობლემები" შეექმნათ, ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა კი პარტიის "არნახული დასუსტება" გამოიწვია.

"ჩვენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით გასულ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს პარტიის ახალ მენეჯმენტთან შეგვექმნა გადაულახავი პრობლემები, რაც უკავშირდება პოლიტსაბჭოს დაშლის უკანონო გადაწყვეტილებასა და რაიონულ ორგანიზაციებში ფიქტიური არჩევნების ჩატარებას.

ახალი მენეჯმენტის და პირადად ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა გამოიწვია პარტიის არნახული დასუსტება და ერთგული მომხრეების გარიყვა ჩვენი მოძრაობიდან.

ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, ჩვენ ვითხოვთ, გადადგეს პარტიის თავმჯდომარე, რათა დისკუსია ერთობაზე და პარტიის მებრძოლი წევრების რეინტეგრაცია გახდეს შესაძლებელი," - ნათქვამია განცხადებაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →