—

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, ფლორენციაში ორგანიზაცია „ტურიზმი და რეალობის” მიერ ორგანიზებულ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

21
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, ფლორენციაში ორგანიზაცია „ტურიზმი და რეალობის” მიერ ორგანიზებულ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, სპეციალური მიწვევით, იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ფლორენციაში ორგანიზაცია „ტურიზმი და რეალობის” მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე THE WORLD IN FLORENCE, მიიღეს მონაწილეობა. ამის…

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, სპეციალური მიწვევით, იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ფლორენციაში ორგანიზაცია „ტურიზმი და რეალობის” მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე THE WORLD IN FLORENCE, მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მარნეულის დელეგაციას მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც ხელი მოაწერა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და იტალიურ ორგანიზაცია „ტურიზმი და რეალობას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მარნეულის მერიის ცნობით, აღნიშნული მემორანდუმი კულტურათაშორის დიალოგების გაძლიერებას, ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების პოპულარიზაციას და მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ICOMOS (საერთაშორისო საბჭო ძეგლებისა და ადგილების შესახებ), ICCROM (კულტურული ფასეულობების შენარჩუნებისა და აღდგენის კვლევითი საერთაშორისო ცენტრი), UNWTO (გაერთიანებული ერებისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია); დოკუმენტი ასევე გულისხმობს კავშირებს იუნესკოსთან.

„ფესტივალზე, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ტურისტული პლატფორმის შექმნაა, მარნეულის დელეგაციამ მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მოეწყო ქართული ღვინისა და სხვადასხვა ეროვნული ნუგბარის დაგემოვნება. ფესტივალში მონაწილე ქვეყნების დელეგატებთან შეხვედრებს ორგანიზაციის პრეზიდენტი კარლოტა დელ ბიანკო უძღვებოდა.

ფლორენციის ფესტივალზე, მარნეულის დელეგაციის შემადგენლობაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ელგუჯა კუპატაძე, ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსი რავილ გასანოვი და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი მარიამ ცარციძე შედიოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →