—

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 1 იმპორტირებულია, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია და ერთის წყარო უცნობია

64
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 1 იმპორტირებულია, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია და ერთის წყარო უცნობია
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან ერთი არის იმპორტირებული შემთხვევა, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და მხოლოდ ერთ…

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან ერთი არის იმპორტირებული შემთხვევა, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და მხოლოდ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის მიზნით.

„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში გახლდათ 1206 დადასტურებული შემთხევვა, დაგვემატა 7 და დღევანდელი მონაცემები გვაქვს 1213. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 7-ით გაიზარდა, იყო 987 და დღეს 994 გახლავთ. ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდ ცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა უკვე 82%-ია. აგვისტოს თვეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას უსწრებს.

7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის იმპორტირებული, 5 - ადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და მხოლოდ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, როგორც მარინა ეზუგბაია განმარტავს, მათ ცენტრში 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ახალი პაციენტი არ მიუღიათ. მისი თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ცენტრში 38 დადასტურებული შემთხვევა იყო, გამოჯანმრთელდა 6. ახალი პაციენტი არ მიგვიღია და გვაქვს 32 დადასტურებული შემთხვევა, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ყველა განიხილება, როგორც საშუალო და მათზე მსუბუქი პაციენტები“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ipn.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →